ფოტო, ეს არის თქვენი ივენთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. პროფესიონალი ფოტოგრაფის მიერ გადაღებული მასალა დიდად განსხვავდება ახლობლებისა და მეგობრების მიერ სამოყვარულო კამერით დაფიქსირებული კადრებისაგან. მხატვრული ფოტოგრაფია ეს არ არის მხოლოდ დოკუმენტური მასალა, ეს არის წამი რომელიც შეიძლება ხელოვნების ნიმუშად იქცეს, რომელიც ესთეტიურ სიამოვნებას მოგანიჭებთ და თაობებს გადაეცემა.
ჩვენ გთავაზობთ როგორც რეპორტაჟულ, ასევე სტუდიურ გადაღებებს
.
რაც შეეხება ქორწილის ფოტოებს, თუ თქვენ თვლით რომ თქვენი ქორწილის დღე არის უმნიშვნელოვანესი თარიღი თქვენს ცხოვრებაში, მაშინ აუცილებელია აღბეჭდოთ იგი პროფესიონალის მიერ გადაღებულ სურათებზე.
აი რას პასუხობს ინგლისელი ფოტოგრაფი ლორდი პატრიკ ლიჩფილდი კითხვაზე თუ რა არის საქორწილო ფოტოგრაფიები:" ხალხის უმრავლესობა ვერ ხვდება თუ რამდენად რთული და ზუსტი მეცნიერება შეიძლება იყოს ქორწილის ფოტო, ასეთი მოვლენის გადაღება მეორედ უკვე შეუძლებელია." შეგახსენებთ რომ ეს პიროვნება გახლავთ ინგლისის სამეფო კარის ფოტოგრაფი, რომელიც 1981 წელს ხელმძღვანელობდა პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დაიანას ქორწილის ფოტო გადაღებებს.
ჩვენი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტო მასალის ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე – გალერეა
FULL HD და SD (DVD) ფორმატი
რა არის SD (ციფრული miniDV) ფორმატი? ეს არის სტანდარტული გარჩევადობის (Standard Defination) მქონე გამოსახულება რომელსაც ყოველდღიურად ვუყურებთ ტელევიზიისა და DVD –ს საშუალებით,ეს ფორმატი ნელ–ნელა კარგავს თავის ფუნქციას. საქართველოში უკვე დიდი ხანია ხმარებაში შემოვიდა თხევად კრისტალური, პლაზმური ტელევიზორები (წარწერით HD READY, FULL HD, HD, HDMI, HDTV ),რომელიც გათვლილია HD ფორმატზე. ამ ტიპის ტელევიზორში თუ ჩავრთავთ SD (DVD) ფორმატში გადაღებულ ვიდეო მასალას, მივიღებთ უხარისხო (მარტივად რომ ვთქვათ "დაპიქსელებულ") გამოსახულებას.
რა არის HD ფორმატი? ეს არის მაღალი გარჩევადობის (High Defination) მქონე გამოსახულება, გათვილი უახლეს თანამედროვე ტექნიკაზე,თხევად კრისტალურ,პლაზმურ (წარწერით HD READY, FULL HD, HD, HDMI, HDTV) ტელევიზორებზე.განვითარებულ ქვეყნებში ტელევიზიების უმრავლესობა გადასულია ამ ფორმატზე,რაც ნელ–ნელა ფეხს იკიდებს მთელს მსოფლიოში. HD გამოსახულება იმდენად რეალისტური და დახვეწილია რომ დღეისათვის იგი კინოინდუსტრიაშიც კი გამოიყენება.
ჩვენ გირჩევთ, თქვენი არჩევანი შეაჩეროთ HD ფორმატზე,ვინაიდან ვიდეო გადაღება, რომელსაც თქვენ უკვეთავთ სტუდიას, არ არის გათვლილი მხოლოდ დღევანდელ დღეზე,ეს არის თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი წუთები რომელსაც ნახავს მომავალი თაობები.ტექნიკა საკმაოდ დიდი სისწრაფით ვითარდება და იაფდება,ამიტომ რამოდენიმე წლის შემდეგ საერთოდ ამოვარდება ხმარებიდან SD (DVD) ფორმატი,ისე როგორც დაბალი ხარისხის გამო დღეს თითქმის აღარ გამოიყენება აუდიო და ვიდეო (VHS) კასეტები. SD და HD ფორმატებს შორის სხვაობა ხარისხში იმდენად დიდია, რომ ადამიანი რომელიც ამ ყველაფერში ერკვევა სწრაფად გააკეთებს არჩევანს.
HD ფორმატის მონტაჟი ხდება მხოლოდ ჩვენთან
საქართველოში ტელევიზიებიც კი (არ იგულისხმება სარეკლამო კომპანიები) ძირითადად SD ფორმატში იღებენ, ვინაიდან HD ფორმატის მონტაჟი გარკვეულ ტექნიკურ სირთულეებთან არის დაკავშირებული (მოითხოვს კომპიუტერის ძლიერ კონფიგურაციას და ა.შ.),ისინი ვინც HD კამერებით იღებენ სინამდვილეში ღებულობენ SD ფორმატს,თუნდაც მათში ინფორმაციის არ არსებობის გამო,ასევე აქ არ ხდება HD–ს მონატაჟი ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო, ჩვენ გთავაზობთ HD აპარატურით გადაღებული მასალების ამავე ხარისხში მონტაჟს,რომელიც იწერება არა DVD (4,7 GB) -ზე არამედ BD (25 GB)- ზე
ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს მიერ გადაღებული რამოდენიმე რეკლამა